თეგებით ძიება

ვატო წერეთელმა უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო - ანრი ოხანაშვილის პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი "ტვ პირველის" ფლობელთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ კომანტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ვატო წერეთელმა მოაწყო პროვოკაცია.

"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა.

საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე," - ამბობს ოხანაშვილი "რუსთავი 2"-თან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა