თეგებით ძიება

"თქვენ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც მოუნდებათ და როცა მოუნდებათ იქ მიგასიკვდილებენ..." - ნანა გეგეჭკორი ვატო წერეთლის ცემის ფაქტზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში აშშ-ის საელჩოში "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატის მიერ მედიამენეჯერის ცემა იცით რას ნიშნავს? თქვენ, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც მოუნდებათ და როცა მოუნდებათ იქ მიგასიკვდილებენ და სამართლის ძებნა მერე წლები მოგიწევთ აქციებზე, შიმშილობით და უსასრულო პროტესტით. სამართალს საბოლოოდ ვერც ვერასდროს იპოვით, ისევე როგორც იმ ქისტმა ოჯახმა ვერ იპოვა, მძინარე შვილი რომ ჩაუცხრილეს ლოგინში.
ასეთი ქვეყანა გაქვთ, კრიმინალური...
ქვეყანა, სადაც მმართველ პარტიას პარლამენტში გონებაშეზღუდული კრიმინალები წარმოადგენენ.
თუ ამ ბანდიტებს არ მიუჩენთ საკადრის ადგილს, ელოდეთ თქვენი და თქვენი შვილების ჯერს...", - წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთლის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, თავს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი დაესხნენ. მოგვინებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა პროვოკაცია მოაწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა