თეგებით ძიება

"როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ..." - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, სიცრუეს უწოდებს ფაქტს, რომ თითქოს "ტვ პირველის" მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა ოთხმა ადამიანმა მიაყენა.


"დღეს ადგილი ქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე,ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა , რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთი საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტოვის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოხდა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფნა უამრავმა დამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა! ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ , ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია,მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რათქმაუნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!", - წერს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ ვატო წერეთლის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, თავს დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი დაესხნენ. მოგვინებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთელმა პროვოკაცია მოაწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა