თეგებით ძიება

"ვსწავლობთ ამ ინფორმაციას" - აშშ-ის საელჩო მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში, დიპლომატიურ უწყებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს.

"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე "ტვ პირველის" მფლობელს, ვატო წერეთელს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

"ვსწავლობთ ამ ინფორმაციას" - აშშ-ის საელჩო მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა