თეგებით ძიება

"9 წელზე მეტი რო ბორენკა გიქაქუნებს, ვატო წერეთელმა რა უნდა გითხრას ან გიქნას 2 წუთში ისეთი, ასე რო გეწყინოს ჰა, ანრი?" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი "ტვ პირველის" მფლობელ ვატო წერეთელზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"9 წელზე მეტი რო ბორენკა გიქაქუნებს, ვატო წერეთელმა რა უნდა გითხრას ან გიქნას 2 წუთში ისეთი, ასე რო გეტკინოს ან გეწყინოს ჰა, ანრი? ", - წერს ირინა სარიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის თქმით, მას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო, აშშ-ის საელჩოს განმარტებით, კი ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა