თეგებით ძიება

"წერეთელმა ოხანაშვილის მარცხენა ყურზე იძალადა, თუ მარჯვენაზე, რათა ეს ქალიშვილობა დაკარგული ყური მომავალში აღარ გამოვიყენოთ მასთან კომუნიკაციისთვის…" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, წერეთელმა ოხანაშვილის მარცხენა ყურზე იძალადა, თუ მარჯვენაზე, რათა ეს ქალიშვილობა დაკარგული ყური მომავალში აღარ გამოვიყენოთ მასთან კომუნიკაციისთვის…", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მტკიცებით, მას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო და ყურში, ჩუმად რაღაც უკადრებელი აკადრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა