თეგებით ძიება

ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რა წერია "ეფესბეს" სახელმძღვანელოში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ომის რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა წერია "ეფესბეს" დოკუმენტებში.

მისივე თქმით, დღემდე განეიტრალებული არ არის ომის საფრთხე.

"როდესაც საუბარია ომის რისკებზე, რაც დღემდე ბოლომდე განეიტრალებული არ არის ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს. რაც შეეხება, თვითონ ФСБ და ამ კამპანიას, თუ ომის კამპანია ეკუთვნის ФСБ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაგალითად, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ა.შ ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე არიან დაკავშირებული ФСБ საქმიანობასთან. ეს შეუძლია, მოიკითხოს ყველამ. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები, რაც არის დაკავშირებული ომის რისკებთან და არაფერი აბსტრაქტული ამაში არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ," - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა