თეგებით ძიება

"ევროპაში ასე ხდება - არავინ ესაუბრება ბავშვს მის სექსუალურ ორიენტაციაზე “ბიჭი გინდა იყო თუ გოგოო” - თამაზ ლომიძე

ქალაქ მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ევროპელების დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში წერს:


"ევროპაში ასე ხდება
ევროპაში არავინ ესაუბრება ბავშვს ან მოზარდს მის სექსუალურ ორიენტაციაზე ან როგორც ჩვენთან ავრცელებენ ტყუილებს, თითქოს ბავშვებს ეკითხებიან: “ბიჭი გინდა იყო თუ გოგოო”, ასეთ სისულელეს არავინ ჰკითხავს ბავშვს. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, გამორიცხული და კატეგორიულად აკრძალული სკოლაშიც და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშიც, სადაც ბავშვები იზრდებიან. 22 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, მიწევდა და მიწევს მრავალ მშობელთან ურთიერთობა, უამრავი ჩვენი ბავშვი დაიბადა და გაიზარდა ევროპაში და ჯერ არავისგან, არცერთი მშობლისგან მსმენია, რომ ვინმემ სკოლაში ან მითუმეტეს საბავშვო ბაღში სექსუალურ ორიენტაციაზე რაიმე მიუთითა ბავშვებს (უხერხულიც კია, რომ ამ აბსურდზე მიწევს საუბარი). გატყუებთ ყველა, ვინც საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ.
აუცილებელი, რასაც მოზარდებს, ისიც უკვე გარკვეული ასაკის შემდეგ, სკოლაში ასწავლიან არის ის, რომ დაუშვებელია ძალადობა განსხვავებულ ადამიანზე და მიუღებელია ვინმეს ჩაგვრა სექსუალური თუ სხვა რაიმე ნიშნით. ასევე, ბავშვებს ყოველგვარი სირცხვილის და კონკრეტულ გვერდებზე “გადახტომის” გარეშე, განსაკუთრებით ფაქიზად, მაგრამ აკადემიურად ასწავლიან ადამიანის სხეულის აგებულებას, რეპროდუქციული და სასქესო ორგანოების აგებულებას, ფუნქციას, მნიშვნელობას ადამიანისთვის და ა.შ. (თავად მაქვს ნანახი ჩემი შვილების ბიოლოგიის სახელმძღვანელოში) ევროპაში ბავშვები აუცილებელ სქესობრივ განათლებას სკოლებში იღებენ და მათ არ აწუხებთ გაუგებარი სირცხვილის გრძნობა, აგრესია ან მავნე კომპლექსები საკუთარ სქესთან ან სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ევროპა.
ევროპიდან გწერთ ამას.
განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს?", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა