თეგებით ძიება

"გჯერათ ვინმეს, რომ ვატო წერეთელი მივიდა ოხანაშვილთან და უთხრა მინდიხარო?" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ტვ პირველის" მფლობელზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და კითხვას სვამს:

"ანუ, მართლა გჯერათ ვინმეს, რომ ვატო წერეთელი მივიდა ოხანაშვილთან და უთხრა მინდიხარო? ვინმე, ამ ვერსიას, ოდნავ მაინც სერიოზულად განიხილავთ?
ჯერ რომ უნდა ვატოს ოხანაშვილი და მერე ეს რომ უთხრა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, აშშ-ის სელჩოს მიერ გამართულ მიღებაზე "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მტკიცებით, მას "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვატო წერეთლის თქმით, მას ხელი ანრი ოხანაშვილმა გაარტყა, ინციდენტში კი კიდევ 3 დეპუტატი მონაწილეობდა.

ინციდენტის შემდეგ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროვოკაცია ვატო წერეთელმა მოაწყო და ყურში, ჩუმად რაღაც უკადრებელი აკადრა.

\"გჯერათ ვინმეს, რომ ვატო წერეთელი მივიდა ოხანაშვილთან და უთხრა მინდიხარო?\" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა