თეგებით ძიება

"აი, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც არ იციან ქართველებმა... მწარეა ჩემი ეს შენიშვნა?!" - დემურ გიორხელიძე ქართველების უარყოფით თვისებებზე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე ქართველების ხასიათის უარყოფით შტრიხებზე სოციალურ ქსლში წერს:


"არაერთხელ გამომითქვამს ხისტი კრიტიკა ქართულ
ხასიათსა და განწყობებზე: ძნელია მეორე ასეთი ხალხის
პოვნა, საშინლად ნეგატიური და დადებითი ასეთი
თანაბარზომადი პროპორციით რომ ჰქონდეს!
აი, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც არ იციან ქართველებმა:
"ადამიანში სამი რამ უნდა ეძიო:
ინტელექტი,
ენერგია
და
წესიერება.
თუ მას არა აქვს უკანასკნელი თვისება, არცკი
შეშფოთდეთ დანარჩენი ორის გამო".
მაგრამ ქართველთა საკმაო ნაწილს ფეხებზე ჰკიდია
წესიერება, დასცინის მას, დასცინის პროფესიონალიზმსა
და პასუხისმგებლობას, მაგრამ მოსწონს ენერგიული
თაღლითები, "მიდექი-მოდექი" ენერგიული და "შნოიანი"
ტიპები, მექრთამეებ, სახელმწიფო სამსახურის
მაღალჩინოსნები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას,
ღიად, დღისით- მზისით, ქრთამითა და ძარცვით აღებული
ფულით სრა-სასახლეებს იშენებენ, ცხოვრობენ
გამომწვევად და...
დასცინიან იმ ხალხს, ვინც მათ მხარს უჭერს!
მწარეა ჩემი ეს შენიშვნა?!
არა, - ეს ისაა, რაც გვაქვს, - მე უბრალოდ აღვწერე იგი!", - წერს ფეისბუქზე გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა