თეგებით ძიება

"ბავშვი გვყავს გაუპატიურების მსხვერპლი და პოლიცია მეუბნება, რომ არასამუშაო საათებში ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს, კვალი შესაძლოა გაქრეს" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია გაუპატიურების მსხვერპლ არასრულწლოვნის საქმეზე სოციალურ ქსელში წერს:

"არასრულწლოვანი ადამიანი, ანუ ბავშვი, გვყავს გაუპატიურების მსხვერპლი და პოლიცია მეუბნება, რომ არასამუშაო საათებში ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს, არადა რამდენიმე დღე გავიდა, კვალი შესაძლოა გაქრეს. მთელი დღეა გვაწვალებენ...

ნორმალურ ქვეყნებში პირდაპირ ცენტრები არსებობს, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლებს ნებისმიერ დროს იღებს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს. ჩვენ კიდე ჩხავილი გვიწევს ტელეფონზე, რომ უკან რეგიონში არ გაუშვან ბავშვი და ორშაბათამდე არ გადაუდონ ბიოლოგიური ექსპერტიზები. ესაა მუშაობა? ესაა საქმე?", - წერს პატარაია.

"ბავშვი გვყავს გაუპატიურების მსხვერპლი და პოლიცია მეუბნება, რომ არასამუშაო საათებში ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს, კვალი შესაძლოა გაქრეს" - ბაია პატარაია



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა