თეგებით ძიება

"ერთი მხრივ პირდაპირ ახალისებდე ძალადობას და მეორე მხრივ, მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს მოძალადეებს უწოდებდე“ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმაურება.

"სასაცილოა, ძალიან მწარედ სატირალი რომ არ იყოს. „მთავარი არხი“ ამბობს, ეთერს მოძალადეებს არ ვუთმობთო, ამ დროს მათი არხიდან მხოლოდ გინება, ლანძღვა, წყევლა, კრულვა და აგრესია მოდის. ასეთი უტიფარი როგორ უნდა იყო, ასე ხილულად როგორ უნდა აყრიდე ხალხს ნაცარს თვალში, რომ ერთი მხრივ პირდაპირ ახალისებდე ძალადობას და მეორე მხრივ, მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს მოძალადეებს უწოდებდე. არაფერი, გარდა ძალადობისა და აგრესიისა, ამ არხიდან არ მოდის!“, - წერს ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ აქცია-მსვლელობის გამართვის ფაქტთან დაკავშირებით „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, რომელში აღნიშნული იყო, რომ ტელეკომპანია მოძალადეებს ეთერს არ დაუთმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა