თეგებით ძიება

"გამოუშვით ის წესიერი ხალხი! მოეშვით ამ დადგმელ სპექტაკლებსა და მოდელირებულ ქრონიკებს" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

"ქართულო ოცნებავ!
ვინმემ რამე პრობლემები შეგიქმნათ?
ვინმემ რაიმე გთხოვათ?
ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც გვერდით არ დაგიდექით?
ერთხელ მაინც გიღალატეთ?
რა უბედურება გჭირს?!
რას დაემსგავსეთ?!
დავიჯერო, არავინ გასწავლათ, რომ უკან დასახევ გზას ყოველთვის ვერ დაიტოვებ... ჩიხშიც შეიძლება მოხვდე და იმ ჩიხშიც უნდა იკაცო, ივაჟკაცო...
ან კი, ვისთან იტოვებ ბილიკებს?... დეგნანის ამერიკასთან და მიშელის ევროპასთან?.. და რისთვის?... ხომ იცი, რომ ასეც და ისეც, მხოლოდ საზარბაზნე ხორცად სჭირდები! მაკრონმა ხომ გითხრა გარკვევით, -სხვაგან ხართო! სხვაგანო! ეგ მაკრონიც ხომ არ არის მარტო მაკრონი... მაგასაც ხომ თავისი "კუკლავოდი" ჰყავს და ეგაა რა...
ახლა, ის ბიჭები რომ დაიჭირე, მოგეშვა?... თუ ფიქრობ, რომ დაგიფასებენ? გაგიჟდება კელი, ესენი ბოკერიებზე და ჭიჭე ვაშაძეზე უფრო სანდო პარტნიორები ყოფილანო ლჯბტ-ი საქმიანობის ძირითად მიმართულებებშიო და...
რას გიზამენ წახალისების მიზნით?!... ნუ, მაგას თავად მიხვდები ან იცი და არ იმჩნევ.
მოკლედ რა.... გამოუშვით ის წესიერი ხალხი!
მოეშვით ამ დადგმელ სპექტაკლებსა და მოდელირებულ ქრონიკებს! ეგ უკვე გავიარეთ ერთხელ.
ისე, ბატონების- ყაველაშვილის, ხუნდაძის, სუბარის გასაგონად ვიტყვი:
-თუ რაიმეს თქმას აპირებდით საზოგადოებისთვის, თქვენი ხალხისთვის, დღეს უნდა მისულიყავით და იქ გეთქვათ!! მიტინგზე!! და არ დაიწყოთ ალტ-ინფო და ტაკლი-ტუკლი, იქ ქართველი ხალხია! ვინც აქამდე მოგიყვანათ და გიერთგულათ! არ დაიღალეთ ამ კაბინეტებში ჩაკეტვითა და ბრიფინგებით,?! ხომ ხედავთ, ვერც პარლამენტში იცავთ საკუთარ თავს და თქვენ წარმოიდგინეთ, პრემიერსაც კი მარტოს უწევს ხანჯლაობა! ვერც პარტიაში ხართ ყოჩად და ჯიგრულად!
ამიტომ უნდა გახვიდეთ ხალხთან და დაიწყოთ ყველაფერი თავიდან!
ასეა ეს და...
მაინც...
შინამერიკაში, კელი!", - წერს ყოფილი დეპუტატი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა