თეგებით ძიება

"კარგად ნახეთ, კარგად დააკვირდით, რა დღეში ჩაგაგდეს" - ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარნეულელ ქალს მიმართავს:

"ქალბატონო მარნეულიდან, სახლში რომ მიხვალთ, კარგად ნახეთ, კარგად დააკვირდით, რა დღეში ჩაგაგდეს.
არა ხართ ასეთი მდგომარეობის ღირსი. არა ხართ ღირს იმისა, რასაც მილიარდერი ივანიშვილი გაკეთებინებთ. ალბათ შვილები გყავთ, ნათესავები, მეზობლები. მათ შერცხვებათ თქვენ მაგივრად და მერე თქვენც შეგრცხვებათ.

ნუთუ ამისთვის ცხოვრობთ, რომ ეს გაკადრებინონ, თვითონ კი მილიონები იშოვო თქვენი თირსების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე.
სხვანაირად იშრომეთ, ეგ ენერგია კარგი საქმისკენ მიმართეთ. უკვე დამარცხებული ხართ ამ ბრძოლაში.
კონკრეტულად თქვენ - დღეს დამარცხდით. საკუთარ თავთან. დაგამარცხათ ოლიგარქმა, შეგარცხვინათ. ოლიგარქიც უკვე დამარცხებულია, მას შანსი არა აქვს - ვერავინ მოერევა მთელ ქვეყანას ერთად აღებულს.

დაფიქრდით თქვენც და სხვებიც, ვისაც ამ ბინძურ საქმეს გაკეთებინებენ, რომ ქუჩა-ქუჩა გამოეკიდოთ ხალხთან მშვიდად მისულ ადამიანებს. ასე ძნელი მისახვედრია, რომ საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას ?!", - წერს სანაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა