თეგებით ძიება

"თუ ადამიანს, ამის მეტი არაფერი აქვს დასაცინი, მე შევიყვარებდი მის წარბებს" - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ გარეგნობის მიხედვით ადამიანის დაცინვა მოუღებელია.

"არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ, თუ გეზიზღებათ, არ შეიძლება გარეგნობის, ჩაცმის, წარმომავლობის მიხედვით დაცინო ადამიანს.
არაფერს გმატებთ, არაფრის მომცემია...
თუ ადამიანს, ამის მეტი არაფერი აქვს დასაცინი, მე შევიყვარებდი მის წარბებს.
არ არის მთავარი არაფრის ზომა და წონა...
ვიღაცას ყურზე საყურე აღიზიანებს, ვიღაცას – ყაბალახი, ვიღაცას – ტატუ და ახლა ვიღაცას – წარბი.
მთავარი ისაა, ვინ სად დგას და რას აკეთებს, ვინ ქვეყნის მხარესაა, ვინ არა, ვინ იცის სადაა ქვეყნის მხარე და ვინ – არა!
რითია ახლა, წილოსანი, მაგალითად ამ წარბებიან ქალზე მეტი?
მართლა, სერიოზულად ვკითხულობ, რამით სჯობს?
არაფერს აქვს მნიშვნელობა ადამიანში ადამიანის გარდა.
ქცევა, სიტყვა, საქმეა მთავარი.
ხვალ, 3 ივლისს, ყველანაირი წარბით, უწარბოდ – გარეთ ყველანი!", - წერს კეშელევა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა