თეგებით ძიება

"საპატრიაროსაც უნდა შეეხოს "დეოლიგარქიზაცია" და მერე განათდება" - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს "დეოლიგარქიზაციის" აუცილებლობაზე წერს:

"მაგ ხალხის სათაო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია ‘საქართველოს საპატრიარქო’
‘ევროპა არ გვინდა’, ‘ერთმორწმუნე გვირჩევნია’ - მაქედან მოდის ათწლეულებია
მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში
რომელიც მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს
რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში
თავისუფლების მთავარი მტერი
და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი
დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია
თავშია!
მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს ‘დეოლიგარქიზაცია’
და მერე განათდება", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა