თეგებით ძიება

"არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მომღერალ ნატო მეტონიძესთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს და მას დაბადების დღეს ულოცავს:

"ეს ფოტო წლების წინ არის გადაღებული ვენის სამედიცინო კლინიკაში, სადაც გართულებების შემდეგ დამატებითი ოპერაცია გახდა ჩემთვის გასაკეთებელი, საკმაოდ რთული. ნატომ ჯერ ხომ კარდაკარ იარა საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად, მერე კი წამომყვა და იყო ჩემი პატრონი, დღედაღამე თავზე რომ მედგა და მივლიდა... არც კი ვიცი რა ქვია ჩვენს ურთიერთობას, მეგობრობაზე მეტია, ტყუპი და-ძმობა უფრო შეესატყვისება ალბათ, რადგან მაგალითად გემოვნებაში გვაქვს 99 კი არა 100 პროცენტიანი თანმთხვევა… ასევე მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი სიღრმე აქვს ბგერაში და ამიტომ გამოსდის ყანჩელი ყველაზე მაგრად!
დღეს მისი საიუბილეო დაბადების დღეა, მე არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო, ამიტომ შორიდან საჯაროდაც (და ცხადია პირადადაც) ვულოცავ, საუკეთესოზე საუკეთესო სურვილებით!
ნატო მეტონიძეს გაუმარჯოს!!! ", - წერს ნიკოლოზ რაჭველი და მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"არ ვარ ახლოს, რომ შინ დავადგე და მაგრად ჩავეხუტო..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა