თეგებით ძიება

"გამოდით ცენტრალურუბნური მენტალობიდან და დაინახეთ ქვეყნის რეალური სახეხატი" - ირა ჭელიძე

სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არაფერია გასაკვირი - სოიალური სიდუხჭირე, განათლების სისტემის ჩამოქცეულობა, ქვეყნის რესურსების არასამართლიანი გადანაწილება, ველური კაპიტალიზმი, ლიბერალური წრეების ქედმაღლობა და უუნარობა დაელაპარაკოს "ბნელს", სასამართლოს არასამართლიანობა, კერძო საკუთრების უპატივცემულობა, ჯანდაცვის სისტემის ჭრიალი - ყოველივე ეს წარმოშობს ნოყიერ ნიადაგს რეაქციონერული ძალებისთვის, რომელიც ზედმიწევნით კარგად იყენებენ შეჭირვებულ, სიდუხჭირეში ამომხრჩვალ მოქალაქეებს საკუთარი მიზნებისთვის. რეაქციული წყობა წარმოიქმნება იქ სადაც ზემოთჩამოთვლილი ათწლეულების მანძილზე ყვავის. წაიკითხეთ წიგნები, მე-20 საუკუნის ლიტერატურა და დაინახავათ - 1917 დან მოყოლებული დღემდე ასეა.
ხოდა რატომ გიკვირთ? მე არა. გამოდით ცენტრალურუბნური მენტალობიდან და დაინახეთ ქვეყნის რეალური სახეხატი", - წერს ირა ჭელიძე.

"გამოდით ცენტრალურუბნური მენტალობიდან და დაინახეთ ქვეყნის რეალური სახეხატი" - ირა ჭელიძე



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა