თეგებით ძიება

"გადავწყვიტეთ, დავრჩეთ მთელი ღამით რუსთაველზე, წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი" - თბილისში აქციას რეგიონებიდანაც უაერთდებიან

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ დღეს თბილისში დაგეგმილი აქცია ღამითაც არ დაიშლება. ის მოქალაქეებს აქციაზე თბილი ტანსაცმლით მოსვლისკენ მოუწოდებს.

აქციას "შინ ევროპისკენ" საქართველოს სხვასასხვა რეგიონიდან უერთდებიან, მათ შორის სამეგრელოდან, გურიიდან, აჭარიდან და კახეთიდან.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ მთელი ღამით რუსთაველის გამზირზე და ამის გამო, მიუხედავად კარგი ამინდისა, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. იქნება ძალიან საინტერესო ღამე, რადგან მონტაჟღება ეკრანი. ზოგადად იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან. ეს ლაპარაკი აქამდე ძალიან გვაკლდა, რადგან პოლარიზაციამ და კოვიდმა ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს.

როგორც 20 ივნისს დავიწყეთ პოლარციზაციის დასრულება, როცა სხვადასხვა გემოვნების ხალხი ერთად დავდექით ისე, რომ ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ასე იქნება ამაღამაც. გვექნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც მთელი ღამე არავინ მოიწყენს. ბევრს ვილაპარაკებთ ევროპის სიკეთეზე და ბევრს გავიხსენებთ იმ საზიზღრობას, რაც რუსეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიქნებით და როცა ბევრნი ვართ ვერავინ ვერ მოგვეკარება. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ“, – განაცხადა "მთავარი არხის" ეთერში გიგა მაქარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა