თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე - პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ

პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე "შინ ევროპისკენ" განაცხადა.

"ქართველ ხალხში პოლარიზაცია არ არსებობს, ეს არის ერთიანობა, ერთსულოვნება, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, ვინც ახლა აქ ვართ, საერთო მიზანი გვაქვს. პოლარიზაცია არსებობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასა და დანარჩენ საქართველოს შორის. აი, ეს არის პრობლემა და ამის გადაჭრის გზა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა.

ეროვნული მთავრობა პარლამენტის მიერ იქმნება, მაგრამ "ქართულ ოცნებას" აბსოლუტურად, ყველა თანამდებობა, ყველაფერი უზურპირებული აქვს. ეს პროტესტი არ გაჩერდება და ჩვენ მანამდე ვიქნებით აქ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ", - განაცხადა ხაზარაძემ.

თბილსიში, რუსთაველზე აქცია "შინ ევროპისკენ" ცოტა ხნის წინ დაიწყო. ისინი დაშლას არ აპირებენ.

აქციის ორგანიზატორია სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ". ისინი პრემიერის გადაყენებასა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვენ. მოძრაობა ხელისუფლებას დრის დღის ბოლომდე აძლევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა