თეგებით ძიება

"ეწყინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა" - კობახიძე პრეზიდენტზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ამით მან როგორც ჩანს გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა. სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ, მას რომ ჩაეკითხოთ რას გულისხმობდა მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერაფერს ვერ გეტყვით, ვერ გიაპასუხებთ, შეგიძლიათ ჩაეკითხოთ რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს ვერ გეტყვით, ერთადერთი რაც მან გამოხატა ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიცის გუშინ აქცია ჩაუვარდა. ეწყინა მათი წარუმატებლობა", - თქვა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა