თეგებით ძიება

საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერია ნათქვამი – კობახიძე სამხარაძის გინებაზე

"ქართულო ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეპუტატ დიტო სამხარაძის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოუეხმაურა და აშნინა, რომ „თვითონ გააკეთა განცხადება, თვითონ მოიხადა ბოდიში და ამის იქით, დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“.

„ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად ამ ყველაფრის მიმართ, გამოხატვის ფორმების მიმართ, ცნობილია და ჩვენ ამაზე, ყოველთვის ვაპელირებდით. თუმცა, მინდა შეგახსენოთ ერთი რამ: რაც შეეხება უხამსი სიტყვების გამოყენებას, ბილწსიტყვაობას, მათ შორის ტელეეთერებში, ეს არის ამ პოლიტიკური ძალის, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“ და მისი სატელიტი ტელევიზიების ერთ-ერთი მთავარი, „პიარული“ ხაზი.

ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, წლების მანძილზე, განსაკუთრებით 2018 წლის შემდეგ, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა, მით უმეტეს, ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მოვლენაა და ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს თქვენი პარტია და ამას აკეთებენ თქვენი ტელევიზიები", – განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, გუშინ, მმართველი პარტიის ოფისთან მისულ მოქალაქეებს აგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა