თეგებით ძიება

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოცოალურ ქსელში იმ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს.

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც... ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა ბევრი ხალხი უდგათო, „სრული მხარდაჭერა“ აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძისა და „სირცხვილიას“, ჩემი რწმენითა და თქმით, სულელურ გეგმას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა. ახლა დგანან, „სირცხვილიას“ აგინებენ.

"სირცხვილიამ“ ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს. აი, დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ? მე გეტყვით რატომ, უპასუხისმგებლოები, უსინდისოები და უტვინოები ხართ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა