თეგებით ძიება

ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს:

„ვიდრე პრაიდზე წახვალ, ერთხელ მაინც, რომელიმე ქრისტიანულ დღესასწაულზე უნდა იყო ნამყოფი, რომ ამით, პატივი სცე იმ საზოგადოებას, რომელშიც ელჩად გამოგგზავნეს. ელჩის დანიშნულებაა, გაიცნოს ქვეყანა, გაიგოს ადამიანების ავ-კარგი, რა აღელვებთ, რა მოსწონთ, საით არის მიმართული მათი გონება, მიზნები და შემდეგ ეს შენს ხელისუფლებას გააგებინო, იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას ამ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებაში“, - მიმართა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩს.

მისივე თქმით, ელჩს საქართველოს მოსახლეობის რწმენის პატივისცემა მართებს.

„ქალბატონ დეგნანს შევახსენებ, რომ ის იმ ქვეყნიდან არის ჩამოსული, სადაც ფულზეც კი წერია - „ჩვენ გვჯერა ღმერთის“. ამიტომ როდესაც მოდიხარ ქვეყნიდან, სადაც ყველას ღმერთის სჯერა და ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ასევე საზოგადოების დიდ უმრავლესობას ღმერთის სჯერა, პირველ რიგში, ამ რწმენას უნდა სცე პატივი და შემდეგ - ყველაფერ დანარჩენს, რასაც ეს რწმენა გარყვნილებად განიხილავს“, - განაცხადა ხაინდრავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა