თეგებით ძიება

არ გვჭირდება ივანიშვილის ენით მოლაპარაკე „ტროიკა” - დაგველაპარაკოს ივანიშვილი - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, რომან გოცირიძის თქმით, "ევროკომისიის მიერ საქართველოს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებში, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება, მათ შორის საუბარია „ივანიშვილის ჩამოცილებაზე”.

„ქართული ოცნების” მხრიდან არაერთ განცხადებას ვისმენთ, რომლის მთავარი შინაარსიც არის ის, თუ როგორ შეიძლება დრო გაწელონ დეკემბრის ბოლომდე. ივანიშვილის სიტყვებით რომ ვისარგებლოთ, კვლავ გამოიყენონ ის „ტრიუკები”, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ და 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს. გვთავაზობენ სასაცილო გეგმას, თურმე ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე. მათი წარმოდგენით, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, არ უნდა გააპროტესტო, მწვავე ლექსიკა არ უნდა გამოიყენო, ოღონდ, ისინი გაგინებენ, ვიღაც ხისთავა დეპუტატი რომ იყო და იგინებოდა- ამით გამოდის, რომ მათ ყველაფრის ნება აქვთ და თურმე, ჩვენ ხელჩამოშვებულები უნდა გავჩერდეთ და ამას უწოდებენ დეპოლარიზაციას. ნურას უკაცრავად, დეპოლარიზაცია ნიშნავს ყველა, 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას და არავითარი რიგითობა აქ არ არსებობს. არის საკითხები, რომელიც ხვალვე შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში. ჩვენ, შევთავაზებთ ჩვენ გეგმას, ამ გეგმის შინაარს მალე გაიგებთ”, - განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა