თეგებით ძიება

"ბოროტება მართავს ქვეყანას, ძალადობა მართავს" - რას ამბობს ვატო წერეთელი?

"ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გარაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

"ჩემი აზრით, უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. 5 ივლისს მოხდა შტურმი მედიაზე, ადამიანებზე, რასაც შეეწირა ლექსო ლაშქარავა. არც შემკვეთები არიან დასჯილი, არც ორგანიზატორები. იმ ქვეყანაში, სადაც ტელევიზიის დირექტორებს ან იჭერენ ან საელჩოს ტერიტორიაზე სცემენ, ჩემი აზრით, მომავალი არ ექნება. ბოროტება მართავს ქვეყანას, ძალადობა მართავს, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ბოროტების დამარცხება,“ - თქვა წერეთელმა.


შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს, "ტვ პირველის" ჟურნლისტი, მირანდა ბაღათურიას და მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ. რადიკალებმა ლაშქარავა სასტიკად სცემეს. ის 11 ივლისს გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა