თეგებით ძიება

უკრაინა, სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება EU-ს წევრი...ჩვენ ერთი თავით მაღლა ვართ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება EU-ს წევრი.

"ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის გრძელი გზა. უკრაინასთან დაკავშირებით ღიად ამბობენ, მათ შორის უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი წევრებიც, რომ სავარაუდოდ, 2050 წლისთვის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი. არის ასევე საქართველოში ცნობილი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც განაცხადა, რომ სამუდამო მოსაცდელში შეიყვანა ევროკავშირმა როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა.

პრინციპში, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის პროგნოზები, რაც კეთდება უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ გვაქვს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას და მოლდოვას ადრე მიენიჭა სტატუსი, ყველა თვალსაზრისით, უკრაინა და მოლდოვა ბევრად ჩამორჩება საქართველოს - ეს ეხება დემოკრატიას, კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანთა უფლებების დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს და ა.შ, ყველა თემას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვართ ერთი თავით მაღლა ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ყველა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა