თეგებით ძიება

გახარიას პარტია “ოცნებასთან” ერთად დეოლიგარქიზაციის საკითხზე იმუშავებს

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული კომისიების მუშაობას შეუერთდება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

"დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ კომპრომისზე წასვლა შეგვიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ფორმატების ფარგლები, არ არის ნათელი მათი რეალური მიზნები, მონაწილეობას მივიღებთ პროცესში, რათა გამოვიყენოთ თუნდაც მცირედი შესაძლებლობა, ქუჩაში გამოსული ჩვენი ქვეყნის ათი ათასობით მოქალაქის მიზნის მისაღწევად.

ამავდროულად, ხელისუფლებას არ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ფორმატები მხოლოდ ფორმალურად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს.

ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მონაწილეობა მივიღოთ პროცესში, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს იგი ინიცირებული, რაც დეოლიგარქიზაციამდე და უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა