თეგებით ძიება

ომი არ დაიწყება საქართველოში – კახა კალაძე

პირველ რიგში, ომი არ დაიწყება საქართველოში, იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები და ქვეყნის ინტერესები იყოს წამოწეული.

„ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება; ეს იქნება უდიდესი პრობლემა, ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე და უკრაინას თავი რომ დავანებოთ, 2008 წელს, ყველამ კარგად გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში – დაკარგული ტერიტორიები, ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სოფლები, გაქცეული მთავრობის წევრები. საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ქვეყანა აღარ დარჩება, სახელმწიფო აღარ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოგვცემენ, სახელმწიფო რომ აღარ იქნება, ომი რომ დაიწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა