თეგებით ძიება

გუშინ გოგოტიშვილმა მოგვიწოდა ომისკენ, იქამდე - გიგაურმა, ლომჯარიამ, მშვილდაძემ, სანაიამ, უსუფაშვილმა, მარგველაშვილმა და სხვებმა - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „მთავარი არხი“ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის​ (ФСБ) ნარატივის პროპაგანდით ცდილობს, ქვეყანა ომში ჩაერთოს.

„გუშინ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოგვიწოდა. თენგო გოგოტიშვილმა პირდაპირ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო დღეს ომში უნდა ჩაერთოს, პირდაპირ მოგვიწოდა ომში ჩართვისკენ. „მთავარი არხი“ ჩართულია იმ პროპაგანდაში, რომელსაც ვიღაცები ФСБ-ს პროპაგანდას უწოდებენ. როდესაც ამ ტელევიზიის ლიდერი, როგორც ამერიკის ელჩმა თქვა, ФСБ-ს ნარატივით მოგვიწოდებს ომში ჩართვისკენ, ეს ნიშნავს, რომ „მთავარი არხი“ ФСБ-ს ნარატივის პროპაგანდისტია. გუშინ გოგოტიშვილმა მოგვიწოდა ომისკენ, იქამდე - ეკა გიგაურმა, ლომჯარიამ, მიშა მშვილდაძემ, ვახო სანაიამ, დავით უსუფაშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა და სხვებმა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ მმართველი პარტიის დატოვება ФСБ-ს გეგმის ნაწილი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა