თეგებით ძიება

საკუთარი ცოლის მკვლელობისთვის დაპატიმრებული კაცი აცხადებს, რომ ქართველებმა საბერძნეთის ციხეში მისი მკვლელობა შეუკვეთეს

ქმრის მიერ ახალგაზრდა ცოლის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - გარდაცვლილი 20 წლის ქეროლაინ კრაუჩის ქმარი, რომელიც ცოლის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, აცხადებს, რომ ქართველებმა საპატიმროში მისი ლიკვიდაცია დაუკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით exclusivetv.ge წავრცელებს.

ცოლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თქმით, მან რამდენიმე თვის წინ, მუქარის შემცველი შეტყობინებაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ახალგაზრდა ქალის მკვლელობა ქართველს ბრალდებოდა.

კაცი ამტკიცებს, რომ თავისი თანაპატიმრებისგან შეიტყო, რომ „უზარმაზარ თანხას“ მისი სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობენ.

რამდენიმე დღის წინ, პილოტის ადვოკატმა, ალექსანდროს პაპაიოანიდისმა განაცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ მისი კლიენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ის ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა კორიდალოსში“, – თქვა ადვოკატმა.

ბერძნული მედიის ცნობით, მსჯავრდებული მფრინავი მალანდრინოს ციხიდან კორიდალოს ციხეში გადაყვანას ითხოვს. ადვოკატმა ციხის ადმინისტრაციას წერილობით უკვე მიმართა.

ცნობისთვის, მკვლელობა 2021 წლის მაისში, ათენის გარეუბანში​ მოხდა. თავდაპირველად დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა, მოგვიანებით მისი მონაწილეობა დანაშაულში არ დადასტურდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 20 წლის კაროლაინის მკვლელობისთვის დაკავებულმა ქმარმა მკვლელობის მოტივად ბოლო დროს, გახშირებული ოჯახური კონფლიქტები დაასახელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა