თეგებით ძიება
08. 07. 2022 მსოფლიო

უკრაინაში სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში სერიოზულად მოქმედება ჯერ არ დაუწყია.

მისი თქმით, ომი შესაძლოა იქამდე გაგრძელდეს, სანამ ბრძოლის ველზე უკანასკნელი უკრაინელი არ დარჩება.

"დღეს ჩვენ გვესმის, რომ მათ ჩვენი ბრძოლის ველზე დამარცხება უნდათ. ნუ, რა უნდა ვთქვა? დაე, სცადონ. ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ დასავლეთს იქამდე უნდა ჩვენთან ომი, სანამ ბრძოლის ველზე უკანასკნელი უკრაინელი არ დარჩება. ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა, ეტყობა, ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგრამ, მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ იქ დიდწილად სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია. ამასთან ერთად, ჩვენ არ ვამბობთ უარს მშვიდობიან მოლაპარაკებებზე და ვინც უარს ამბობს, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო გაიწელება, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან მოლაპარაკება", – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ დასავლეთს გამოუვიდა რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი აშშ-ს მიერ დამკვიდრებული მსოფლიო წესრიგის რღვევას იწვევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა