თეგებით ძიება

არახამია გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას - გია ცაგარეიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც საქართველოს მისამართით ბრალდებებია, წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებებიც.

„ბრალდებები როცა ისმის, სად არის მტკიცებულებები? რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ აქედან პუტინისთვის რაღაცებს ვაგზავნით, რომ შემდეგ მან უბედურ უკრაინელ ხალხს ესროლოს? ამას ვინ აკეთებს? ამას ე.წ. ქართველი აკეთებს. ასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასევე ის ქართველები, რომლებმაც საქართველო ამოაგდეს და მოსპეს. სწორედ ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც თავის ქვეყანას გაშმაგებით ებრძვის. არახამიამ ქართულად ერთი სიტყვა – გამარჯობა იცის და აქ მედია რომ არ იყოს, სამ სიტყვას შევახსენებდი ქართულად“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა