თეგებით ძიება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრები „პარლამენტს“ მოუწოდებენ, აფხაზეთსა და რუსეთის მთავრობებს შორის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიჭვინთაში საზღვაო აკვატორიის ნაწილისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ითვალისწინებს. – ამის შესახებ ინფორმაციას Apsnypress-ი ავრცელებს.

დე ფაქტო პრემიერის ალექსანდრ ანქვაბის, განცხადებით ღნიშნული შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს სრულიად შეესაბამება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „პარლამენტში“ დღეს წარმოდგენილი შეთანხმება, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის, ასევე ე.წ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით განიხილა.

აფხაზური მხარის ცნობით, საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა და რუსეთის ფედერაციისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს; ასევე, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების იჯარით გადაცემას.

გამოცემის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო კომიტეტის წევრები პარლამენტს რეკომენდაციას უწევენ, აღნიშნული კანონი უახლოეს სხდომაზე მიიღონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა