„მთელი საქართველო შოკირებულია“ - რას წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“?
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის მკვლელობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასე ეხმაურება:
"საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ცნობისთვის, დღეს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს. ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, გავრცელებული ცნობით, მას გაქცევა არ უცდია.