თეგებით ძიება

"უი, საკუთარ ოჯახის წევრს ურტყამს? ბიჭოო...." - ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა?

პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"უი, საკუთარ ოჯახის წევრს, ვანო ჩხარტიშვილს ურტყამს? ატამანს ნუ აუხირდები ბიჭოო...." - წერს პიარტექნოლოგი.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

"სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით. ამ სანქციების გადასაფარად რუსეთის მხრიდან საქართველოში მოვლენილ იქნა „ეფესბეს" კონკრეტული ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციები იმის გამო წესდება, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. უფრო მეტიც, ამ ოპერატიული ლეგენდის პირველი ფაზა “ქართული“ ოცნებიდან“ სამი ადამიანის გამოყოფა იყო, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ კვლევების შედეგად, "ეფესბეს" მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ ადამიანებს ნულოვანი ნდობა აქვთ.

სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების“ ლიდერებს მიეცათ დავალება იმის შესახებ, რომ "ეფესბეს" ოპერატიული ლეგენდა საქართველოს მოქალაქეებამდე მიიტანონ. გვაქვს ინფორმაცია ვინ არიან ჩართული საქართველოს მხრიდან ამ მესიჯების დამუშავებაში, რომლებიც არც ისე ცნობილი ადამიანები არიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა