თეგებით ძიება

"შინ ამერიკაში, კელი! ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საამაყო ქართველს, მიხეილ ყაველაშვილს!" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს.

"შინ ამერიკაში, კელი!
ამ ადამიანის უტიფრობა ზღვარს მიღმაა!
ის რეალობას არის მოწყვეტილი და სერიოზულად არის სამკურნალო! კელი დეგნანი ფროიდის პაციენტს უფრო ჰგავს ვიდრე დიპლომატს!
როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი დავაში შედის საქართველოს პარლამენტის წევრთან და იწყებს მტკიცებას, რომ მან უკეთ იცის რა უნდა ქართველ ხალხს, აქ ნებისმიერი თემა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს და დადგეს საკითხი უცხო სხეულის განდევნის შესახებ!

ვინ არის შემდეგი? ვისზე მეტი უფლებები აქვს ამერიკის ელჩს? ვისზე მეტად ესმის საქართველოს და ქართველი ხალხის ხმა? ვისთან შევა კიდევ დავაში სახედაკარგული ამერიკელი? ეა უნდა კელი დეგნანს? სად იწყება და სად მთავრდება ამერიკის საელჩოს უფლებები და მოვალეობები?
კითხვები ძალზედ ბევრი დაგროვდა!

კითხვებზე პასუხების ნაცვლად ცილისწამებების და შანტაჟის ენა გვესმის მხოლოდ!
ასე ვეღარ გაგრძელდება!
შინ ამერიკაში, კელი!

ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საამაყო ქართველსა და სამართლიან პიროვნებას- მიხეილ ყაველაშვილს!", - წერს ყოფილი პარლამენტარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა