თეგებით ძიება

დეესკალაცია უნდა დაიწყონ პოლიტპატიმრებით - თაკო ჩარკვიანი

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ დეესკალაცია უნდა დაიწყონ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით.

"თუ ვინმეს შეუძლია პროცესის დაწყება ან ჩაშლა, ეს არის ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მათ ჩვენი დღის წესრიგით ვუთხრათ, რომ დაიწყეთ 12 პუნქტის შესრულება, ანუ დეესკალაცია დაიწყონ პოლიტპატიმრებით. ეს გამოიწვევს დეესკალაციას იმიტომ, რომ ესეც თამარ ჩარკვიანის, სალომე სამადაშვილის, სამნიძის და ასე შემდეგ სურვილები კი არ არის, ეს წერია იმ 12 პუნქტში - დეესკალაცია, პოლიტპატიმრები. დაიწყონ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი საკითხი, გაუშვან ხელი პროკურატურას, რაც ძალიან მარტივია, ასევე, მარტივია პოლიტპატიმრების თემა“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა