თეგებით ძიება

ციხეებიდან დახსნა რომ უნდათ, ერი თუ შევრიგდით ვის რად უნდა ვინმე ციხეში - მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა განაცხადა, რომ ქართველ ერს გარედან არავინ უნდა კარნახობდეს, როგორ იცხოვროს.

"ციხეებიდან დახსნა რომ უნდათ ადამიანებს, ჩვენ თუ შევრიგდით, ერი თუ შევრიგდით, ვის რად უნდა ვინმე ციხეში, მთავარი გასაღები ხო მაგაშია, შერიგებასა და ურთიერთგატანაში. ვისაც შერიგება არ უნდა, გარბის გარეთ და ევროპით და სხვა სახელმწიფოებით მემუქრება, ჩემთვის ჩვეულებრივი მოღალატეა ეს ადამიანი. ძველად, როგორც სპარსეთში გარბოდა, როგორც სხვაგან გარბოდა, არაფრით განსხვავდება, თავის ღირსება არ აქვს...

ამ ერს ვინმე უნდა კარნახობდეს გარედან რამეს, ან შიგნიდან გარეთ უნდა გავრბოდეთ? ჩვენს ოჯახებში როგორ უნდა ვიცხოვროთ მეზობლები უნდა გვეუბნებოდნენ?...

ჩვენი ეკლესია არაა ისე, რომ თავი დავხაროთ, ჩვენ ჩვენ ღირსეულ ადგილს მაინც დავიკავებთ. გავაძლიეროთ საქართველო, აქეთ შეგვეხვეწონ მერე, ყველა შეგვეხვეწოს. ევროპა ჩვენ ვართ, ჩვენ მოღალატეები არ ვართ, არავის ვღალატობთ, მიგვაგდეს ასე", - განაცხდა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა