„მიშას დროს მოძალადეებს ვაფინანსებდით, ახლა შტერი მავნებლები უნდა ვაფინანსოთ?!" - სოფიო ხორგუანი
უფლებადამცველი, სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში, იმ საჯარო მოხელეებს მიმართავს, ვინც აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს აკრიტიკებს.
"საჯარო მოხელეები მაინც ნუ ლანძღავთ ელჩს.
დეპუტატების გამოხატვის თავისუფლება მეტია, ვიდრე თქვენი.
ხელფასს რაშიც გიხდით, ის საქმე აკეთეთ, გადაიკითხეთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, ადმინისტრაციული კოდექსი და კონსტიტუცია, თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ წაიკითხეთ ერთხელ მაინც.
თუ მეტი თავისუფლება გინდათ, დატოვეთ საჯარო სამსახურები და დაფდაფებითა და დროშებით ოქტომბრელთა სიმღერა იმღერეთ, თუ გიხარიათ.
მიშას დროს რომ მოძალადეებს ვაფინანსებდით, ახლა შტერი მავნებლები უნდა ვაფინანსოთ?!",- წერს ხორგუანი.