რატომ არ აძლევს შვეიცარული ბანკი ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ ფულს? - ვიდეო
შვეიცარული ბანკის ფულის საცავები ბიძინა ივანიშვილისთვის დაკეტილია, კუთვნილ ფულს ქართველ ოლიგარქს არ აძლევენ. საუბარია ორ მილიარდზე, რომელსაც ოლიგარქი ყველაზე დაცულ სეიფში ინახავს.
ყველაფერი კი ხუთ ივლისს გამოგზავნილი წერილით დაიწყო, სადაც ეწერა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ივანიშვილისთვის ფულის გაყინვის საფუძველი გახდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ივანიშვილი უკიდურესად გაბრაზდა ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე რომელებიც არწმუნებდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ფარატინა ფურცელი იყო.
ივანიშვილის გარდა სანქცირებულთა ქარავანში დიდი ალბათობით მოხვდება ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, ირაკლი რუხაძე და ოთარ ფარცხალაძე.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მამაცაშვილი მოქმედება გადავიდა - ის ახლა მთელი ძალებით ამტკიცებს, რომ არა რუსი ბიზნესმენი, არამედ ბრიტანელი ბიზნესმენია.
სანქციები ემუქრებათ პრორუს საჯარო მოხელეებსაც, ამ სიაში სავარაუდოდ, მოხვდება ქვეყნის პრემიერი, ივანიშვილის მემკვიდრე კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი, ვიცე პრემიერი, არ არის გამორიცხული მოხვდნენ ეკონომიკის და თავდაცვის მინისტრები და ვიცე პრემიერი წულუკიანი.
წყარო - "ტვ პირველი"