თეგებით ძიება

ვინ არის მინისტრი, ვისაც ივანიშვილი, პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ, წელიწადში 2–მილიონ დოლარს და ხელშეუხებლობას დაპირდა?

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელსაც ვინაობის გამხელა საჯაროდ არ სურს, ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" არ დარჩა ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია.

„გამოყვეს „ოცნებიდან“ სამი რაინდი – ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი და დანიშნეს ევროპის და ამერიკის მლანძღველის თანამდებობაზე მაგრამ… საქმე ისაა, რომ არც ერთს, არც სუბარს, არც ყაველაშვილს და არც ხუნდაძეს, დაწერილის წაკითხვაც არ შეუძლია. კობახიძეს მოუწია გამოსვლა და საუბარი ამ თემაზე ისევ. დასცინა ხალხმა, თუ მაინც კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ელანძღვა დასავლეთი, ეს სამკაციანი „კომიტეტი“ დასავლეთის სალანძღავად რაღატომ შექმენითო. ადგნენ მერე და ყაველაშვილს წერილი დაუწერეს, ხელი მოაწერინეს და გაუგზავნეს ამერიკის ელჩს. თან ეს წერილი ღიად გამოფინეს, სამარცხვინოდ და კელი დეგნანს ამ იდიოტურ წერილზე კომენტარიც სთხოვეს. სიმართლე ისაა, რომ კობახიძესაც, ღარიბაშვილსა, მდინარაძესაც და რასაკვირველია, დასავლეთის მლანძღველთა თანამდებობაზე დანიშნულებსაც, სულ არ ადარდებს არც ამერიკა, არც ევროპა, არც კელი დეგნანი, არც მიშელი, არც არჩევნები… მათი სადარდებელი მხოლოდ და მხოლოდ ფულია. ვაშლის მოსაკრეფად რომ დაიქირაო მუშა, დამპალ და საღ ვაშლს ერთად არ ჩაგილაგებს, მოსავალი რომ არ გაგიფუჭოს და კობახიძე და ღარიბაშვილი, ივანიშვილის კონკრეტული ბრძანება თუ არ ექნებათ, დამპალ ვაშლსაც საღ ვაშლთან ერთად ჩადებენ – იმდენად მექანიკურად იმეორებენ ყველა ბრძანებას. არანაირი ორიენტაცია „ოცნებას“ არ გააჩნია, „ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია. დღეს რომ ღარიბაშვილი დაიჭიროს ბიძინამ და თქვას, აი, პირადად მე მომპარა რამდენიმე მილიონიო, „ოცნების“ ყველა წევრი და მომხრე გადაუვლის ღარიბაშვილს და რას აღარ დაწერს მასზე. ამის მერე, 3 დღეში რომ თქვას შემეშალაო, ბიძინამ და გამოუშვას ღარიბაშვილი ციხიდან, „ოცნების“ ყველა წევრი და მომხრე ისევ ღარიბაშვილის ქებას დაიწყებს და ვინც ასე არ მოიქცევა, მას ნაცად შერაცხავენ. ასე რომ, მხოლოდ მთავრობა კი არ ემორჩილება ბიძინას სიტყვებს, არამედ, „ოცნების“ ამომრჩეველიც და ყველა ხმა, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, გამოდის, ბიძინამ მისცა ბიძინას. დიდი ხანია ყველამ ვიცით, რომ ხელფასების, ბიუჯეტის ქურდობის, ატკატების გარდა – ჩინოვნიკებთან მიდიოდა კონვერტები – ზოგთან დიდი, ზოგთან – პატარა, ზოგთან უფრო პატარა. მიდიოდა და აღარ მიდის, რადგან ბიძინამ იცის, ვინ რა ოდენობის ფულს ტეხავს ბიუჯეტიდან და თვლის, რომ საკმარისია, თუმცა… 3 წლის წინ, პირველად გავრცელდა კულუარულად ხმა, რომ ერთ მინისტრს ივანიშვილი, პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ, წელიწადში 2 მილიონ დოლარს და ხელშეუხებლობას დაპირდა. არ მოგესმათ, პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ! როგორც ამბობენ, ეს ფული მან აიღო იმის სანაცვლოდ, რომ არასოდეს მოყვება ხმამაღლა, რა დანაშაული მოხდა მისი მინისტრობის დროს, რა როლი მიაღებინეს ამ დანაშაულში და თავის მართლება რომც შეეძლოს, არასოდეს იმართლებს თავს. სამაგიეროდ, გარდა ფულისა, მას „ოცნება“ არასოდეს დაემუქრება ციხით. და მაინც, რატომ სურდა ივანიშვილს, რომ ეს კონკრეტული მინისტრი არ წასულიყო მთავრობიდან? მას სურდა, დანაშაულისთვის, რომელიც მისმა მთავრობამ, ანუ თავად მან ჩაიდინა, ელანძღათ ეს მინისტრი – ლანძღვის და ლაფში ამოსვრის კომპენსაცია გადაიხადა. ამის შემდეგ, კიდევ ერთ მინისტრზე გავრცელდა თითქმის მსგავსი ინფორმაცია – ჰოი, საოცრებავ და იმ მინისტრსაც ბევრი ლაფი მოხვდა და მისი სახელიც ამოისვარა ტალახში, თუმცა, ისიც ბედნიერია და ბიძინაც. ანალოგიური ხმები გავრცელდა კულუარულად ამ სამ ადამიანზეც – როგორც ჰყვებიან, ისინიც მიიღებენ კომპენსაციას დასავლეთის მლანძღველის თანამდებობაზე მუშაობის გამო – რასაკვირველია, მე არ მინახავს ჩემი თვალით, როგორ უხდიან მილიონებს, ადამიანებს, რომლებიც ამ ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ დანაშაულს მოაწერენ ხელს და ნებისმიერ გინებას შეირგებენ, გიყვებიათ იმას, რასაც „ოცნების“ წევრებში კულუარულად საუბრობენ – ბიძინა ყიდულობს ქილერებს, ოღონდ ეს ქილერები ფულის სანაცვლოდ საკუთარ რეპუტაციას კლავენ. უყვარს ბიძინა ურეპუტაციო ადამიანები, მათ გვერდით თავს უკეთეს ადამიანად გრძნობს", – განუცხადა "ალიას" "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა