უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ დასმულ კითხვებზე იქნება ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაცემული - რას აცხადებს ნინო წილოსანი კელი დეგნანზე?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ საქართველოში აშშ-ის ელიჩის, კელი დეგნანისადმი გაგზავნილ წერილსა და ამ წერილზე დიპლომატის პასუხზე საუბრობს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ დასმულ კითხვებზე იქნება ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაცემული.
"უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაცემული. ასევე ეჭვი არ მეპარება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან, თუ მათი დიპლომატიური წარმომადგენლები, სრულად გაემიჯნებიან და ემიჯნებიან, იმ დესტრუქციულ სცენარებს, რომელიც შეიძლება, ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს", - აცხადებს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, "ოცნებიდან" წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილი მისწერა. წერილის შეფასებისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით.