ბიძინა ივანიშვილის რესურსების უდიდესი ნაწილი ხმარდება ქვეყანას, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს - ნიკუშა შენგელაია
მხატვარ ნიკუშა შენგელიას თქმით, "ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა აშკარაა".
„თავად ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს ვერ ავნებენ ამით, მაგრამ, ცხადზე ცხადია, ყველამ ვიცით ჩვენ, რომ მისი რესურსების უდიდესი ნაწილი ხმარდება ქვეყანას, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, ქვეყნის განვითარებასა და იმ ბევრ სიკეთეს, რომელიც გაკეთებულია ქვეყნისთვის და რომელიც უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე, ყველა მცდელობა და აქტიურობა იმ ხალხის, ვინც ჩართულია ამაში, საზოგადოების მხრიდან განხილულია, როგორც, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილმოსურნე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის. ალბათ დადგება დრო და მოეკითხება სულ ყველას, რად უნდოდათ საკუთარი ქვეყნის დაზიანება“, - განაცხადა შენგელაიამ.