თეგებით ძიება

ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა.

"განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, მაშინ როცა ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას, საჯარო ფინანსების რეფორმას და ა.შ ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. პირველი ადგილზე გავედით ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ. ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის. მსოფლიო სავაჭრო სავალუტო ფონდმა, რამდენიმე ხნის წინა გამოაქვეყნა წინასწარ შეფასება და პროგნოზები, აქაც 190 ქვეყანას შორის საქართველოს მშპ ერთ სრულ მოსახლეზე, აშშ- დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დასახელდა ჩვენი ქვეყანა, ხოლო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე არის დასახელებული საქართველოს პოზიცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა