თეგებით ძიება

რუსულ ფულთან კავშირი არასდროს მქონია და არ მექნება - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსულ ფულთან კავშირს კიდევ ერთხელ უარყოფს. ხოშტარიას თქმით, მისი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსური, არის საჯარო.

"ჩემი ყველანაირი დოკუმენტაცია არის საჯარო. ასევე საჯაროა ჩემი ოჯახის დეკლარაციები. არასდროს მე კავშირი არათუ რუსულ ფულთან, არამედ არანაირი კავშირი რაიმე უკანონობასთან არ მქონია და არ მექნება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მოგვიანებით, ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ, „რადიო თავისუფლებასთან“, რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს იღებს და მნიშვნელობა არ აქვს, ის რუბლში იქნება, დოლარში, ევროში თუ ფუნტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა