თეგებით ძიება

"ხმა მივეცი ცვლილებას, საქართველოს ევროპულ მომავალს და უარი ვუთხარი წარსულს " - ნიკა გვარამია

მე ხმა მივეცი ცვლილებას, მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს - განაცხადა ხმის მიცემისა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება:

"მოვუწოდებ ყველას, ვიფიქროთ ხმის მიცემის დროს ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებსა და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და რაც მომავალი თაობების არჩევანია - ეს არის ევროპა...ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და იქნება ზეიმი. აუცილებლად... არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რას საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები. ეს მათი ბოლო განცხადებებია მთავრობის რანგში... იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არის მისი ისტორიული შანსი, რამე პოზიტიური მაინც შეიტანოს  ამ ქვეყნის ისტორიაში. ეს უკანასკნელი შანსია მათთვის" აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა