თეგებით ძიება

რა უთხრა მიხეილ სააკაშვილმა იაგო ხვიჩიას?

"გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის მოინახულა.

„პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო იყო. მაინტერესებდა, როგორ უყურებდა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ და მისმა გუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკვრა დაგვაბრალეს. სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან. მისი პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს. მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომ ეს საკითხი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ტყუილად კი არ იყვირონ, თქვან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სხვანაირად მოიქცევიან“, - აღნიშნა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა