თეგებით ძიება

მოულოდნელად ჩაინიშნა მისი პროცესი - ეკა ხერხეულიძემ ნიკა გვარამია მოინახულა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მოინახულა.

"ნიკა მხნედ გრძნობს თავს. ჩვეული შემართებით, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ მოულოდნელად ჩაინიშნა მისი პროცესი ძალიან მოკლე ვადაში, 19 ივლისს და ინტერესი, რა თქმა უნდა, არსებობს ამ პროცესთან მიმართებით. იმიტომ რომ ძალიან მოკლე ვადაში გაჩნდა დღე, როდესაც თავიდან უნდა იმსჯელონ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. თავისთავად ჩემი ინტერესიც, საზოგადოების მაღალი ინტერესიც იქნება ამ დღისკენ მიმართული და ვნახოთ რა შედეგი იქნება როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა ნიკა მოიყვანონ პროცესზე, მას ექნება შესაძლებლობა თუ არა მიმართოს საზოგადოებას და ზოგადად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა