თეგებით ძიება

უბედური შემთხვევა ბათუმში - რა გაირკვა ტრაგიკულად დაღუპული 20 წლის ბიჭის საქმეზე?

20 წლის ბიჭს, რომელსაც 12 ივნისს, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში დაეცა, გარდაიცვალა.

BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

ტრაგიკულ შემთხვევაზე, "ბათუმელები" საქმის დამატებით დეტალებზე წერენ. კობალაძის ქუჩაზე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, კომპანია DS გრუპი აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ძელის ჩამოვარდნა კომპანიაში არ უარყვეს 12 ივნისსაც, თუმცა განაცხადეს, რომ „გამოკვლევა იყო საჭირო“.

დღეს, 12 ივლისს, კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელმა, ოთარ ბერიძემ გამოცემას განუცხადა, რომ კომპანიის ბრალეულობა არ დადასტურდა და ბიჭს სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო დაეცა თავში სამშენებლო ნივთი. სამშენებლო კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული აქვთ, თუმცა გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ გარკვეულა, რა მოხდა სინამდვილეში.

„ეს არ იყო ძელი, ხის კოჭა იყო, რომელიც 36 კილოგრამს იწონის და ზემოდან კიდევ რკინის არმატურები ეწყო. კამერებშიც ჩანს ეს ყველაფერი, გრიგალი იყო და გადმოვარდა 250 მეტრის მანძილზე,“ – განუცხადა "ბათუმნელებს" ოთარ ბერიძემ. მისი თქმით, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ნივთი არ იყო სამშენებლო ნარჩენი და ხის კოჭა მე-20 სართულიდან გადმოვარდა, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა.

„შეგვამოწმა შრომის ინსპექციამ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც და დადგინდა, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებული გვქონდა. ახლა გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, იმაზე, თუ რა სიმძლავრის გრიგალი იყო იმ დროს, როცა ეს კოჭა გადმოვარდა… ვერ დაადგინეს, ამ სიმძიმის ნივთი როგორ უნდა გადმოვარდნილიყო, როცა გვაქვს სამშენებლო უსაფრთხოების ბადეებიც… ეს იყო უბედური შემთხვევა, ურაგანი იყო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია DS გრუპის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე.

ჟურნაისტის თხოვნის მიუხედავად, ოთარ ბერიძემ მშენებლობაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები მედიის წარმომადგენლებს არ აჩვენა და განმარტა, რომ მას გამოძიების დასრულებამდე ვერ გაასაჯაროებდა..

„ინციდენტთან დაკავშირებით დარღვევა არ დაფიქსირებულა,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრიდან, სადაც ვიკითხეთ: რა დადგინდა და რა რეაგირება მოჰყვა შემთხვევას, როცა მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა ნივთმა ფეხით მიმავალი 20 წლის ბიჭი იმსხვერპლა?

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან ასევე გამოცემას განუცხადეს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია „მოკვლევას შრომის ინსპექციასთან და საგამოძიებო უწყებასთან ერთად აწარმოებდა შპს „დიეს ვაით ლაინის“ მიმართ“.

შრომის ინსპექციის პრესცენტრში კი განაცახდეს, რომ მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, ხოლო მშენებლობაკობალაძის ქუჩაზე შეჩერებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა კითხვა ქუჩაში ფეხით მიმავალი ბიჭის დაღუპვაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა